დღეს როგორც იქნა მოვაბი თავი და წავედი ავატარზე,დიდი ხანია მინდოდა ავატარის ნახვა,ბევრი რეცენზია წავიკითხე ამასთან დაკავშირებით,3 თვის წინ გავიგე პირველად ავატარის შესახებ მას შემდეგ რაც ვნახე ტრეილერი,დიდი ხანი ველოდებოდი,მიუხედავად დიდი ხნის ლოდინისა,მაინც დააყენა ამირანის ადმინისტრაციამ 3დ აპარატურა,1 თვის დაგვიანებით მაგრამ მაინც,დღეს უკვე ყველას პირზე ავატარი აკერია და მიხარია რომ ამ ფილმმა რომელსაც 3 თვე ველოდებოდი ჩემიც და ხალხის იმედებიც გაამართლა,ახლა კი ზოგადად ფილმზე
პირველ რიგში დავწერ ზოგადად ფილმის შინაარსზე,შინაარსი ახალი არაა მაგრამ საინტერესოა,მე ძaლიან მაინტერესებდა ბავშვობაში ინდიელების ისტორიები,თუ როგორ დაარბიეს ისინი ევროპიდან შემოსულმა მკვლევარებმა,ავატარიც მსგავსი შინაარსისაა,ოღონდ გაცილებით უფრო დიდ მაშტაბებში,ადამიანები უკვე დიდი ხანია რაც პანდორაზე ცხოვრობენ,მაგრამ ისინი დაპირისპირებულები არიან მკვიდრ მოსახლეობასთან, ამ დროს ექსპედიციით პლანეტაზე ჩამოდის თავისი ძმის ნაცვლად ჯეიკ სალი,ყოფილი ჯარისკაცი,რომელიც ინვალიდია,ამიტომაც მას არ სურს ადამიანის სხეულში ცხოვრება და დათანხმდება პროექტზე ავატარი,რომლის შედეგადაც ხდება ადამიანის და იქაური მკვიდრი ნავის გენების შერწყმა და წარმოიქმნება ავატარი,ჯეიკს აგზავნიან ნავის დასახლებაში შპიონად,მაგრამ მას უყვარდება ერთერთი ნავი და გადავა პანდორელების მხარეს...(მეტი რომ დავწერო დასპოილდებით)
ახლა კი განვიცილოთ ფილმის ვიზუალური მხარე,ფილმი ვიზუალურად ულამაზესია,პლანეტა ანდორა რომლის შესაქმნელად ჯეიმს ქემერონს, 10 წელი დასჭირდა და მან შეძლო რომ მთელი პლანეტა ყველა ნიუანსის გათვალისწინებით შეექმნა,აქ ყველა არსება ყურადღებითაა შემუშავებული და წარმოდგენილი,პანდორას პლანეტის ბუნება სრულიად განსხვავებულია დედამიწის ბუნებისგან ზოგადად ფლორა და ფაუნა საოცარია
ფილმი ტექნიკური მხრივ უზადოა,საოცარი სიზუსტით არის აწყობილი ყველანაირი მანქანა თუ რობოტი,იარაღი თუ მშვილდი.როდესაც ამდენ არტილერიას უყურებ გგონია რომ ეს ჩვენი მომავლის ტექნიკაა,ყველამხრივ დახვეწილი და ძლიერი,ადამიანთა რასა ბევრად უფო განვითარებულად გვეჩვენება ვიდრე დღეს ვართ,ფილმში იგრძნობა ტრანსფორმერების გავლენა,რობოტების მხრივ,მისასლმებელია რომ რაც კარგი იყო ტრანსფორმერებიდან აიღეს
ფილმის რეჟისურით გაოცებული დავრჩი,აქამდეც ქემერონის ფანი ვიყავი მაგრამ ამ ფილმის შემდეგ ჩემ საუკეთესო რეჯისორების სიაში შევიდა,აქამდე სულ მიკვირდა რატომ მოანდომა ამ კაცმა ამ ფილმის შექმნას 13 წელი,ახლა კი ის მიკვირს 13 წელი როგორ ეყო ასეთი საოცარი ფილმის შესაქმენლად?!წელს ჯეიმსა ნამდვილად აიღებს ოსკარს და იმსახურებს კიდევაც,დაუფასდება შრომა,(ტარანტინოზე კი გული მწყდება მაგრამ რას ვიზამთ...)ას რომ მეორე ავატარსაც დარწმუნებული ვარ ქემერონი ისეთივე საინტერესოს და ლამაზს შექმნის როგორიც პირველი იყო
რაც შეეხება მსახიობების შესრულებას გადასარევი არაფერი არ ყოფილა მაგრამ თავის დაკისრებულ მოვალეობას ყველამ კარგად გაართვა თავო,სემ უორინგტონი მოდაშია ეხლა,განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში,თუმცა იყოს სხვას ისევ ეგ მირჩევნია,ნიჭიერი ბიჭია,სიგურნი უივერი არ ბერდება ისევ ფორმაშია,ზოი სელდანაც მოწონს ამ ბოლო კინოებში კარგად თამაშობს,მიშელ როდრიგესი ჯერ კიდევ პირველი ”ფორსაჟიდან’ მახსოვს მაგრად მომწონდა ეგ ქალი,რაღაცნაირი კაცური მანერები აქვს : D
რაც შეეხება ფილმს ამას ენით ვერ ავღწერ,ეს საოცრებაა,ეს ფანტასტიკაა...როგორც ერთ დრო, ”მატრიცამ” და შემდეგ ”ბეჭდების მბრძანებელმა” მოახდინა რევოლუცია კინემატოგრაფიაში,ახლა ამას ავატარი აკეთებს,ავატარი ეპოქალური ფილმია შეუძლებელია ეს ფილმი ნახო და გაოცებული არ დარჩე,ჯერჯერობით ააქამდე გამოსულ ნებისმიერ ფილმს ჯობია სპეცეფექტების მხრივ,ფილმიდან გამოსვლისას მეც მომინდა პანდორაზე ცხოვრება,და ამ საშინელი სამყაროდან გაქცევა,თუმცა მთავარია რეალობაში მალევე დაბრუნდე (თორემ უკვე მოიკლეს ზოგმა თავი მაგის გამო)იგივე მჭირდა მე ”ბეჭდების მბრძანებლის” წაკითხვის შემდეგ
ამ ფილმის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი რომ მსოფლიო კინემატოგრაფიაში ახალი ეპოქა იწყება,ავატარი ახალი სიტყვაა კინემატოგრაფიაში.ასე რომ ყველას გირჩევთ სასწრაფოდ ნახოთ კინოთეატრში თორემ ამის კომპში ყურებას აზრი არ აქვს







1 comments:
me kompshi vuyure da sacodaoba iyo
Post a Comment