Sunday, February 21, 2010

Nickname

დღეს ქართულ ინტერნეტსივრცეში და არამარტო ინტერნეტსივრცეში გავრცელებულია ე.წ ნიკნეიმები,ნიკნეიმი არის სახელი რომელიც ადამიანს შეუძლია თაავისი ფანტაზიით შექმნას ან ვინმეს სახელი დარიქვას და შემდეგ ამავე სახელით ”იმოღვაწეოს”,ნიკნეიმები საქართველოში ამ ბოლო დროს გახშირდა,რაც გამოწვეულია მასის ჩართვით ინტერნეტში,ნიკნეიმი გიადვილებს ხალხის გაცნობას,შეიძლება შენ სულაც არ მოგწონს შენი სახელი და შეგიძლია შენი ნიკნეიმით გაეცნო ინტერნეტით.ნიკნეიმად შეიძლება ბევრი სახელი ავიღოთ,დაწყებული მშობლების შერქმეული მოსაფერებელი სახელიდან,დამთავრებული ქუჩაში შერქმეული”კლიჩკით”, ქართული ინტერნეტსივრცე მრავალფეროვანია სხვადასხვა ნიკნეიმებით,შეიძება ნიკნეიმი იყოს საყვარელი ფილმის პერსონაჟის სახელი,ფეხბურთელის სახელი,მსახიობის ან მომღერლის სახელი,ანდა უბრალოდ უაზრო სახელი რომლის მნიშვნელობა არც კი იცი მაგრამ მოგწონს თუ როგორ წარმოითქმის და ამიტომაც ირქმევ,საინტერესოა ამ ნიკნეიმების წარმოშობის ისტორია,ამ ფსევდონიმების რაოდენობა განუსაზღვრელია,ადამიანის ფანტაზიას შეუძლია უამრავი ნიკნეიმი შექმნას,მაგრამ პირადი გამოცდილებიდან ვიცი ნუ შექმნით გამოგონილ ნიკნეიმებს,აჯობებს თუ ამ ნიკნეიმს რაიმე მნიშვნელობა ექნება

მე ბევრი ნიკი გამომიცვლია მაგრამ აგერ უკვე 2 წელია რაც Rino ამ ნიკს ვატარებ,ალბათ დაგაინტერესებსთ ამ ნიკის წარმოშობა...ერთხელ როცა ოსკარის ნომინანტებს გადავხედე ანიმაციური ფილმის ჟანრში იქ სულ 3 ანიმაციური ფილმი იყო წარდგენილი:

1.Wall-E

 

2.Kung Fu Panda

 

3.Bolt

 

აქედან 2 მათგანი ვიცოდი (Wall-E და Kung Fu Panda) სიმართლე გითხრათ დარწმუნებული ვიყავი რომ ვალლ-ი მოიგებდა თუმცა გული მწყდებოდა კუნგ ფუ პანდაზე მაგრამ რას ვიზამთ...მესამე პრეტენდენტმაც დამაინტერესა და ვუყურე,ანიმაცია თვითონ დიდი ვერაფერი,ჩვეულებრივი კარგი საყურებელი მულტფილმი იყი,მაგრამ მისმა ერთერთმა გმირმა დამაინტერესა,ძალიან საყვარელი დიდი ამბიციებით აღსავსე ზღვის გოჭი რომელიც არაფერზე არ იხევდა უკან და მუდამ უსიამოვნო სიტუაციებში ეხვეოდა

 

მომეწონა ეს პერსონაჟი და დავირქვი მისი სახელი,შეიძლება ბევრი ვერაფერი მსგავსება ვვრ ვიპოვე მაგრამ მაინც მომეწონა ეს სახელი და დავირქვი...

მოკლედ თუ ვინმეს ნიკნეიმის დარქმევა გსურთ,ალბათ ხედავთ რომ არჩევანი დიდია,შეგიძლიათ სულ უბრალო ნივთის სახელი დაირქვათ ან მსოფლიოში გამოჩენილი ადამიანის ასე რომ ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული

1 comments:

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

aaaaaaaaaaaa zazuna magarikacia mand :DD gol.ge-ze devs tuarvcdebi dzaan prikoli rusuli targmani :DD

Post a Comment

 
Copyright © Rino | Theme by BloggerThemes & frostpress | Sponsored by BB Blogging