Thursday, March 25, 2010
Coca-cola
Sunday, March 7, 2010
გაბრიელ გარსია მარკესი-სიკვდილის პირას მყოფის სიტყვები

გაბრიელ გარსია მარკესი ჩემი აზრით უდიდესი მწერალია,მისი ნაწარმოებები საოცარია,ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მისმა რომანმა ”მარტოობის ასი წელი”,თუმცა ეს ადამიანი იმყოფებოდა სიკვიდლის სარეცელზე და აი მისი სიტყვები სიკვდილის პირას მყოფის:
მაღალ ღმერთს ერთი წამით რომ დავიწყებოდა, რომ მე ჭინჭის თოჯინა ვარ და ცოტაოდენი სიცოცხლე ეჩუქებინა ჩემთვის, ალბათ არ ვიტყოდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ, მეტს ვიფიქრებდი იმაზე, რასაც ვამბობ.
მე შევაფასებდი საგნებს არა მათი ღირებულების, არამედ მათი მნიშვნელობის მიხედვით.
ვიძინებდი ნაკლებს, ვიოცნებებდი მეტს, იმ შეგნებით, რომ ყოველი წუთი დახუჭული თვალებით 60 წამი დაკარგული სინათლეა.
მე მაშინ ვივლიდი, როცა სხვები თავს შეიკავებდნენ. მე გავიღვიძებდი, როცა სხვებს ეძინებოდათ, მაშინ მოვუსმენდი, როცა სხვები ილაპარაკებდნენ და როგორ დავტკბებოდი შოკოლადის ნაყინით...
ღმერთს რომ ჩემთვის ცოტა სიცოცხლე მოეცა, ჩავიცვამდი უბრალოდ, ავდგებოდი მზის პირველ სხივთან ერთად და გავიშიშვლებდი არა მარტო სხეულს – სულსაც.
ღმერთო ჩემო, მე რომ გული მქონოდა ჩემს სიძულვილს ყინულში ჩავჭედავდი და მზის გამოჩენას დაველოდებოდი. ვან გოგივით ვარსკვლავების შუქზე დავხატავდი, ვიოცნებებდი ბენედეტის პოემაზე და სიმღერა “სარა” ჩემი მთვარის სერენადა იქნებოდა. ვარდებს ჩემი ცრემლით მოვრწყავდი, მათი ეკლებისგან მოყენებული ტკივილის გემო და მისი ფურცლების მწველი ამბორი რომ მეგრძნო.
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ ცოტა კიდევ მეცოცხლა… დღეს არ გავაცდენდი, რომ არ მეთქვა საყვარელი ადამიანებისათვის მიყვარხართ-მეთქი. დავარწმუნებდი ყველა ქალსა და კაცს, რომ მე ისინი მიყვარს. სიყვარულში სიყვარულით ვიცოცხლებდი.
დავარწმუნებდი ადამიანებს, რომ არ არიან მართლები, როცა ჰგონიათ, სიბერის გამო ვეღარ იყვარებენ. პირიქით, რომ აღარ იყვარებენ იმიტომ ბერდებიან.
ბავშვს ფრთებს მივცემდი, მაგრამ თავისით ფრენას ვასწავლიდი. ხანშიშესულს ვასწავლიდი, რომ სიკვდილი სიბერისგან კი არ მოდის, არამედ დავიწყებისგან. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან ადამიანებო.
მე მივხვდი, რომ ყველას მთის მწვერვალზე ცხოვრება სურს და ვერც კი ხვდებიან, რომ ნამდვილი ბედნიერება დაშვებისას ელოდებათ.
მე მივხვდი, რომ როცა ახალდაბადებული ჩვილი პირველად მოიქცევს მამის თითს თავის ნამცეცა მუჭში, იგი სამუდამოდ უკავშირდება მას.
მე მივხვდი, რომ ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება მეორე ადამიანს ზემოდან დახედოს, როცა მას ფეხზე წამოდგომაში ეხმარება.
მე ისე ბევრი ვისწავლე თქვენგან, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა ვეღარაფერში გამოვიყენებ, რადგან გავავსე რა ყოველივე ამით სკივრი, საუბედუროდ ვკვდები.
8 დეკემბერი, 2000 წელი.
გაბრიელ გარსია მარკესი.
Friday, March 5, 2010
სოციალური ქსელები

დღეს ვფიქრობდი რაზე დამეწერა და უცებ გამახსენდა რომ ფეისბუქზე შესასვლელი ვიყავი,შევედი და ჩემდა საუბედუროდ ვეღარ გამოვედი...საბოლოოდ გადავწყვიტე ამ ”სენზე” დამეწერა,საწუხაროდ დღეს ყველა ჩართულია სოციალურ ქსელებში,ზოგი სად და ზოგი-სად,ქართველების უმეტესობა მაინც odnoklassniki.ruს ანიჭებს უპირატესობას,ვერ გამიგია რა გასართობია ვიღაცეების ფოტოებზე 1იანების ან 5 იანების წერა მაგრამ ზოგიერთებისთვის ეს გართობის საუკეთესო საშუალებაა,თან გართობისა რომლითაც შეიძლება მთელი დღე დაკავდე,ეს საიტი ქართველების ავადმყოფობადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ,აღარაფერს ვამბობ,გოგოების ქუჩაში ფოტოაპარატებით სიარულზე ოღონდ კი სადმე რაც შეიძლება უაზრობა ფოტო გადაიღონ და მერე ვიღაცეების სანახავად ატვირთონ,პლიუს ამას ეს უაზრობა სტატუსები,მთელი თავიანთი ”სიბრძნის” გადმოღვრას მანდ ცდილობენ,თან რეგისტრაციაში უსინდისოდ უხდიან რუსებს 50 თეთრს,მერე კიდევ იძახიან რუსეთს ამხელა ჯარი საიდა ყავსო,ისევ ჩვენ ვეხმარებით მაგ ჯარის შექმნაში,:D :D,ეს ხუმრობით,მაგრამ სიმართლე გითხრათ ეს თემა სახალისო ნამდვილად არაა,”დამიკომენტე” ”დამიაცენკე” ეს ფრაზები მესმის მთელი დღეები ყურში და ნერვებს მიშლის უკვე,სოცაილური ქსელები მე მომწონს მაგრამ მათ შორის ერთადერთ ოდნოკლასნიკს ვერ ვიტან...ახლა რაც შეეხება ფეისბუქს,ფეისბუქზე შედარებით ლაითადაა წარმოჩენული ის პრობლემები რომლებიც ოდნოკლასნიკს ახასიათებს,ფეისბუქს პლიუს აქვს უამრავი სახალისო აპლიკაცია რომელ,იცც უფრო მეტ ინტერესს იწვევს ამ საიტის მიმართ,მაისფეისი ყველაზე კარგი იდეაა ჩემი აზრით,საიტის გაკეთების ხერხიცაა და თან პერსონალური გვერდი გაქვს სადაც უამრავი შესაძლებლობაა...არანაირად არ შევეხები ქართულ სოციალურ ქსელებს (როგორებიცაა ჯეოკლასი და ოდნო.ჯი) რადგან ეს საერთოდ მარაზმია,თითქოს ერთად შეყარეს ყველა უტვინო ადამიანი და ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება მისცეს,
და საბოლოოდ მე მაიც ვამართლებ სოციალური ქსელების იდეას რადგან ეს საოცარი გამოგონებაა ქალხი კონტაქტისთვის,მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მაგრამ არ ვამართლებ მის არარაციონალურად გამოყენებას,სრული უაზრობებისთვის
Wednesday, March 3, 2010
Tuesday, March 2, 2010
Jackson`s spring

მოკლედ ამ ფოტოს წავაწყდი და იმხელა აზრი დავინახე მასში არა შემეძლო არ დამედო,როგორც ჩანს საქართველოში კიდევ ბევრი ადამიანი ეთაყვანება ჯექსონს,როგორც ჩანს ჯექსონის სიკვდილმა გამოიწვია ხალხში მისი ასეთი პოპულარობა,სამწუხაროა რომ ასეთ ბუმბერაზ ადამიანებს მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ გაიხსენებენ და კიდევ უფრო სამწუხაროა რომ ამგვარად,ნუთუ არ შეეძლოთ სიცოცხლეშივე მისი აღიარება,რამდენი ჭორი არ დადიოდა,ბავშვებს აუპატიურებსო მოძალადეაო და ა.შ...მაგრამ დღეს როდესაც იგი ჩვენთან აღარ არის მისი კულტი შეიქმნა ქართულ და არამარტო ქართულ საზოგადოებაში,მართალია მას პოპის მეფეს ძახდნენ მაგრამ მას მაინც დასწამეს ცილი ათას საშინელებაში,კარგად მახსოვს სტატიები რეპორტაჟები როგორ ასამართლებდნენ ჯექსონს,როგორი ზიზღით უყურებდნენ,ყველა აკრიტიკებდა რომ კანის ფერი შეიცვალა(არადა არ შეუცვლია, დაავადებული იყო)სამწუხაროა რომ ასეთჳ ცუდი ჩვევა გვაქვს გენიოსებს მათი არსებობის ჟამს ვებრძვით,ათას ჭორს ვუთხზავთ ხოლო სიკვდილის შემდეგ კი მათზე ამგვდის მზე და მთვარე...

