Sunday, March 7, 2010

გაბრიელ გარსია მარკესი-სიკვდილის პირას მყოფის სიტყვები



გაბრიელ გარსია მარკესი ჩემი აზრით უდიდესი მწერალია,მისი ნაწარმოებები საოცარია,ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მისმა რომანმა ”მარტოობის ასი წელი”,თუმცა ეს ადამიანი იმყოფებოდა სიკვიდლის სარეცელზე და აი მისი სიტყვები სიკვდილის პირას მყოფის:


მაღალ ღმერთს ერთი წამით რომ დავიწყებოდა, რომ მე ჭინჭის თოჯინა ვარ და ცოტაოდენი სიცოცხლე ეჩუქებინა ჩემთვის, ალბათ არ ვიტყოდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ, მეტს ვიფიქრებდი იმაზე, რასაც ვამბობ.

მე შევაფასებდი საგნებს არა მათი ღირებულების, არამედ მათი მნიშვნელობის მიხედვით.

ვიძინებდი ნაკლებს, ვიოცნებებდი მეტს, იმ შეგნებით, რომ ყოველი წუთი დახუჭული თვალებით 60 წამი დაკარგული სინათლეა.

მე მაშინ ვივლიდი, როცა სხვები თავს შეიკავებდნენ. მე გავიღვიძებდი, როცა სხვებს ეძინებოდათ, მაშინ მოვუსმენდი, როცა სხვები ილაპარაკებდნენ და როგორ დავტკბებოდი შოკოლადის ნაყინით...

ღმერთს რომ ჩემთვის ცოტა სიცოცხლე მოეცა, ჩავიცვამდი უბრალოდ, ავდგებოდი მზის პირველ სხივთან ერთად და გავიშიშვლებდი არა მარტო სხეულს – სულსაც.

ღმერთო ჩემო, მე რომ გული მქონოდა ჩემს სიძულვილს ყინულში ჩავჭედავდი და მზის გამოჩენას დაველოდებოდი. ვან გოგივით ვარსკვლავების შუქზე დავხატავდი, ვიოცნებებდი ბენედეტის პოემაზე და სიმღერა “სარა” ჩემი მთვარის სერენადა იქნებოდა. ვარდებს ჩემი ცრემლით მოვრწყავდი, მათი ეკლებისგან მოყენებული ტკივილის გემო და მისი ფურცლების მწველი ამბორი რომ მეგრძნო.

ღმერთო ჩემო, მე რომ სულ ცოტა კიდევ მეცოცხლა… დღეს არ გავაცდენდი, რომ არ მეთქვა საყვარელი ადამიანებისათვის მიყვარხართ-მეთქი. დავარწმუნებდი ყველა ქალსა და კაცს, რომ მე ისინი მიყვარს. სიყვარულში სიყვარულით ვიცოცხლებდი.

დავარწმუნებდი ადამიანებს, რომ არ არიან მართლები, როცა ჰგონიათ, სიბერის გამო ვეღარ იყვარებენ. პირიქით, რომ აღარ იყვარებენ იმიტომ ბერდებიან.

ბავშვს ფრთებს მივცემდი, მაგრამ თავისით ფრენას ვასწავლიდი. ხანშიშესულს ვასწავლიდი, რომ სიკვდილი სიბერისგან კი არ მოდის, არამედ დავიწყებისგან. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან ადამიანებო.

მე მივხვდი, რომ ყველას მთის მწვერვალზე ცხოვრება სურს და ვერც კი ხვდებიან, რომ ნამდვილი ბედნიერება დაშვებისას ელოდებათ.

მე მივხვდი, რომ როცა ახალდაბადებული ჩვილი პირველად მოიქცევს მამის თითს თავის ნამცეცა მუჭში, იგი სამუდამოდ უკავშირდება მას.

მე მივხვდი, რომ ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება მეორე ადამიანს ზემოდან დახედოს, როცა მას ფეხზე წამოდგომაში ეხმარება.

მე ისე ბევრი ვისწავლე თქვენგან, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა ვეღარაფერში გამოვიყენებ, რადგან გავავსე რა ყოველივე ამით სკივრი, საუბედუროდ ვკვდები.



8 დეკემბერი, 2000 წელი.
გაბრიელ გარსია მარკესი.


0 comments:

Post a Comment

 
Copyright © Rino | Theme by BloggerThemes & frostpress | Sponsored by BB Blogging