Thursday, March 25, 2010

Coca-cola

მოგეხსენებათ საქართველოში ძალიან ცუდათა გვაქვს საქმე კრეატიული თვალსაზრისით,ახალი არაფრის შექმნა არ გვსურს,მარტო პლაგიატით ვართ შემოფარგლული და ისიც უნიჭო პლაგიატით,არანაირი შემოქმედებითობა,არანაირი ფანტაზია...ახლა მე მინდა გაჩვენოთ რა შეუძლია ნიჭს და ფანტაზიას,სააქმისადმი შემოქმედებითად მიდგომას,თუ რას ნიშნავს შექმნა ის რაც აქამდე არავის არ გაუკეთებია...ეს არც მეტი არც ნაკლები კოკა-კოლის რეკლამებია რომელთაც ხშირად ვხედავთ ტელეეკრანებზე























Sunday, March 7, 2010

გაბრიელ გარსია მარკესი-სიკვდილის პირას მყოფის სიტყვები



გაბრიელ გარსია მარკესი ჩემი აზრით უდიდესი მწერალია,მისი ნაწარმოებები საოცარია,ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მისმა რომანმა ”მარტოობის ასი წელი”,თუმცა ეს ადამიანი იმყოფებოდა სიკვიდლის სარეცელზე და აი მისი სიტყვები სიკვდილის პირას მყოფის:


მაღალ ღმერთს ერთი წამით რომ დავიწყებოდა, რომ მე ჭინჭის თოჯინა ვარ და ცოტაოდენი სიცოცხლე ეჩუქებინა ჩემთვის, ალბათ არ ვიტყოდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ, მეტს ვიფიქრებდი იმაზე, რასაც ვამბობ.

მე შევაფასებდი საგნებს არა მათი ღირებულების, არამედ მათი მნიშვნელობის მიხედვით.

ვიძინებდი ნაკლებს, ვიოცნებებდი მეტს, იმ შეგნებით, რომ ყოველი წუთი დახუჭული თვალებით 60 წამი დაკარგული სინათლეა.

მე მაშინ ვივლიდი, როცა სხვები თავს შეიკავებდნენ. მე გავიღვიძებდი, როცა სხვებს ეძინებოდათ, მაშინ მოვუსმენდი, როცა სხვები ილაპარაკებდნენ და როგორ დავტკბებოდი შოკოლადის ნაყინით...

ღმერთს რომ ჩემთვის ცოტა სიცოცხლე მოეცა, ჩავიცვამდი უბრალოდ, ავდგებოდი მზის პირველ სხივთან ერთად და გავიშიშვლებდი არა მარტო სხეულს – სულსაც.

ღმერთო ჩემო, მე რომ გული მქონოდა ჩემს სიძულვილს ყინულში ჩავჭედავდი და მზის გამოჩენას დაველოდებოდი. ვან გოგივით ვარსკვლავების შუქზე დავხატავდი, ვიოცნებებდი ბენედეტის პოემაზე და სიმღერა “სარა” ჩემი მთვარის სერენადა იქნებოდა. ვარდებს ჩემი ცრემლით მოვრწყავდი, მათი ეკლებისგან მოყენებული ტკივილის გემო და მისი ფურცლების მწველი ამბორი რომ მეგრძნო.

ღმერთო ჩემო, მე რომ სულ ცოტა კიდევ მეცოცხლა… დღეს არ გავაცდენდი, რომ არ მეთქვა საყვარელი ადამიანებისათვის მიყვარხართ-მეთქი. დავარწმუნებდი ყველა ქალსა და კაცს, რომ მე ისინი მიყვარს. სიყვარულში სიყვარულით ვიცოცხლებდი.

დავარწმუნებდი ადამიანებს, რომ არ არიან მართლები, როცა ჰგონიათ, სიბერის გამო ვეღარ იყვარებენ. პირიქით, რომ აღარ იყვარებენ იმიტომ ბერდებიან.

ბავშვს ფრთებს მივცემდი, მაგრამ თავისით ფრენას ვასწავლიდი. ხანშიშესულს ვასწავლიდი, რომ სიკვდილი სიბერისგან კი არ მოდის, არამედ დავიწყებისგან. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან ადამიანებო.

მე მივხვდი, რომ ყველას მთის მწვერვალზე ცხოვრება სურს და ვერც კი ხვდებიან, რომ ნამდვილი ბედნიერება დაშვებისას ელოდებათ.

მე მივხვდი, რომ როცა ახალდაბადებული ჩვილი პირველად მოიქცევს მამის თითს თავის ნამცეცა მუჭში, იგი სამუდამოდ უკავშირდება მას.

მე მივხვდი, რომ ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება მეორე ადამიანს ზემოდან დახედოს, როცა მას ფეხზე წამოდგომაში ეხმარება.

მე ისე ბევრი ვისწავლე თქვენგან, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა ვეღარაფერში გამოვიყენებ, რადგან გავავსე რა ყოველივე ამით სკივრი, საუბედუროდ ვკვდები.



8 დეკემბერი, 2000 წელი.
გაბრიელ გარსია მარკესი.


Friday, March 5, 2010

სოციალური ქსელები




დღეს ვფიქრობდი რაზე დამეწერა და უცებ გამახსენდა რომ ფეისბუქზე შესასვლელი ვიყავი,შევედი და  ჩემდა საუბედუროდ ვეღარ გამოვედი...საბოლოოდ გადავწყვიტე ამ ”სენზე” დამეწერა,საწუხაროდ დღეს ყველა ჩართულია სოციალურ ქსელებში,ზოგი სად და ზოგი-სად,ქართველების უმეტესობა მაინც odnoklassniki.ruს ანიჭებს უპირატესობას,ვერ გამიგია რა გასართობია ვიღაცეების ფოტოებზე 1იანების ან 5 იანების წერა მაგრამ ზოგიერთებისთვის ეს გართობის საუკეთესო საშუალებაა,თან გართობისა რომლითაც შეიძლება მთელი დღე დაკავდე,ეს საიტი ქართველების ავადმყოფობადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ,აღარაფერს ვამბობ,გოგოების ქუჩაში ფოტოაპარატებით სიარულზე ოღონდ კი სადმე რაც შეიძლება უაზრობა ფოტო გადაიღონ და მერე ვიღაცეების სანახავად ატვირთონ,პლიუს ამას ეს უაზრობა სტატუსები,მთელი თავიანთი ”სიბრძნის” გადმოღვრას მანდ ცდილობენ,თან რეგისტრაციაში უსინდისოდ უხდიან რუსებს 50 თეთრს,მერე კიდევ იძახიან რუსეთს ამხელა ჯარი საიდა ყავსო,ისევ ჩვენ ვეხმარებით მაგ ჯარის შექმნაში,:D :D,ეს ხუმრობით,მაგრამ სიმართლე გითხრათ ეს თემა სახალისო ნამდვილად არაა,”დამიკომენტე” ”დამიაცენკე” ეს ფრაზები მესმის მთელი დღეები ყურში და ნერვებს მიშლის უკვე,სოცაილური ქსელები მე მომწონს მაგრამ მათ შორის ერთადერთ ოდნოკლასნიკს ვერ ვიტან...ახლა რაც შეეხება ფეისბუქს,ფეისბუქზე შედარებით ლაითადაა წარმოჩენული ის პრობლემები რომლებიც ოდნოკლასნიკს ახასიათებს,ფეისბუქს პლიუს აქვს უამრავი სახალისო აპლიკაცია რომელ,იცც უფრო მეტ ინტერესს იწვევს ამ საიტის მიმართ,მაისფეისი ყველაზე კარგი იდეაა ჩემი აზრით,საიტის გაკეთების ხერხიცაა და თან პერსონალური გვერდი გაქვს სადაც უამრავი შესაძლებლობაა...არანაირად არ შევეხები ქართულ სოციალურ ქსელებს (როგორებიცაა ჯეოკლასი და ოდნო.ჯი) რადგან ეს საერთოდ მარაზმია,თითქოს ერთად შეყარეს ყველა უტვინო ადამიანი და ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება მისცეს,


და საბოლოოდ მე მაიც ვამართლებ სოციალური ქსელების იდეას რადგან ეს საოცარი გამოგონებაა ქალხი კონტაქტისთვის,მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მაგრამ არ ვამართლებ მის არარაციონალურად გამოყენებას,სრული უაზრობებისთვის


Wednesday, March 3, 2010

Tuesday, March 2, 2010

Jackson`s spring



მოკლედ ამ ფოტოს წავაწყდი და იმხელა აზრი დავინახე მასში არა შემეძლო არ დამედო,როგორც ჩანს საქართველოში კიდევ ბევრი ადამიანი ეთაყვანება ჯექსონს,როგორც ჩანს ჯექსონის სიკვდილმა გამოიწვია ხალხში მისი ასეთი პოპულარობა,სამწუხაროა რომ ასეთ ბუმბერაზ ადამიანებს მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ გაიხსენებენ და კიდევ უფრო სამწუხაროა რომ ამგვარად,ნუთუ არ შეეძლოთ სიცოცხლეშივე მისი აღიარება,რამდენი ჭორი არ დადიოდა,ბავშვებს აუპატიურებსო მოძალადეაო და ა.შ...მაგრამ დღეს როდესაც იგი ჩვენთან აღარ არის მისი კულტი შეიქმნა ქართულ და არამარტო ქართულ საზოგადოებაში,მართალია მას პოპის მეფეს ძახდნენ მაგრამ მას მაინც დასწამეს ცილი ათას საშინელებაში,კარგად მახსოვს სტატიები რეპორტაჟები როგორ ასამართლებდნენ ჯექსონს,როგორი ზიზღით უყურებდნენ,ყველა აკრიტიკებდა რომ კანის ფერი შეიცვალა(არადა არ შეუცვლია, დაავადებული იყო)სამწუხაროა რომ ასეთჳ ცუდი ჩვევა გვაქვს გენიოსებს მათი არსებობის ჟამს ვებრძვით,ათას ჭორს ვუთხზავთ ხოლო სიკვდილის შემდეგ კი მათზე ამგვდის მზე და მთვარე... 



Sunday, February 28, 2010

Avatar-ფილმი რევოლუცია



დღეს როგორც იქნა მოვაბი თავი და წავედი ავატარზე,დიდი ხანია მინდოდა ავატარის ნახვა,ბევრი რეცენზია წავიკითხე ამასთან დაკავშირებით,3 თვის წინ გავიგე პირველად ავატარის შესახებ მას შემდეგ რაც ვნახე ტრეილერი,დიდი ხანი ველოდებოდი,მიუხედავად დიდი ხნის ლოდინისა,მაინც დააყენა ამირანის ადმინისტრაციამ 3დ აპარატურა,1 თვის დაგვიანებით მაგრამ მაინც,დღეს უკვე ყველას პირზე ავატარი აკერია და მიხარია რომ ამ ფილმმა რომელსაც 3 თვე ველოდებოდი ჩემიც და ხალხის იმედებიც გაამართლა,ახლა კი ზოგადად ფილმზე

პირველ რიგში დავწერ ზოგადად ფილმის შინაარსზე,შინაარსი ახალი არაა მაგრამ საინტერესოა,მე ძaლიან მაინტერესებდა ბავშვობაში ინდიელების ისტორიები,თუ როგორ დაარბიეს ისინი ევროპიდან შემოსულმა მკვლევარებმა,ავატარიც მსგავსი შინაარსისაა,ოღონდ გაცილებით უფრო დიდ მაშტაბებში,ადამიანები უკვე დიდი ხანია რაც პანდორაზე ცხოვრობენ,მაგრამ ისინი დაპირისპირებულები არიან მკვიდრ მოსახლეობასთან, ამ დროს ექსპედიციით პლანეტაზე ჩამოდის თავისი ძმის ნაცვლად ჯეიკ სალი,ყოფილი ჯარისკაცი,რომელიც ინვალიდია,ამიტომაც მას არ სურს ადამიანის სხეულში ცხოვრება და დათანხმდება პროექტზე ავატარი,რომლის შედეგადაც ხდება ადამიანის და იქაური მკვიდრი ნავის გენების შერწყმა და წარმოიქმნება ავატარი,ჯეიკს აგზავნიან ნავის დასახლებაში შპიონად,მაგრამ მას უყვარდება ერთერთი ნავი და გადავა პანდორელების მხარეს...(მეტი რომ დავწერო დასპოილდებით)


ახლა კი განვიცილოთ ფილმის ვიზუალური მხარე,ფილმი ვიზუალურად ულამაზესია,პლანეტა ანდორა რომლის შესაქმნელად ჯეიმს ქემერონს, 10 წელი დასჭირდა და მან შეძლო რომ მთელი პლანეტა ყველა ნიუანსის გათვალისწინებით შეექმნა,აქ ყველა არსება ყურადღებითაა შემუშავებული და წარმოდგენილი,პანდორას პლანეტის ბუნება სრულიად განსხვავებულია დედამიწის ბუნებისგან ზოგადად ფლორა და ფაუნა საოცარია

ფილმი ტექნიკური მხრივ უზადოა,საოცარი სიზუსტით არის აწყობილი ყველანაირი მანქანა თუ რობოტი,იარაღი თუ მშვილდი.როდესაც ამდენ არტილერიას უყურებ გგონია რომ ეს ჩვენი მომავლის ტექნიკაა,ყველამხრივ დახვეწილი და ძლიერი,ადამიანთა რასა ბევრად უფო განვითარებულად გვეჩვენება ვიდრე დღეს ვართ,ფილმში იგრძნობა ტრანსფორმერების გავლენა,რობოტების მხრივ,მისასლმებელია რომ რაც კარგი იყო ტრანსფორმერებიდან აიღეს

ფილმის რეჟისურით გაოცებული დავრჩი,აქამდეც ქემერონის ფანი ვიყავი მაგრამ ამ ფილმის შემდეგ ჩემ საუკეთესო რეჯისორების სიაში შევიდა,აქამდე სულ მიკვირდა რატომ მოანდომა ამ კაცმა ამ ფილმის შექმნას 13 წელი,ახლა კი ის მიკვირს 13 წელი როგორ ეყო ასეთი საოცარი ფილმის შესაქმენლად?!წელს ჯეიმსა ნამდვილად აიღებს ოსკარს და იმსახურებს კიდევაც,დაუფასდება შრომა,(ტარანტინოზე კი გული მწყდება მაგრამ რას ვიზამთ...)ას რომ მეორე ავატარსაც დარწმუნებული ვარ ქემერონი ისეთივე საინტერესოს და ლამაზს შექმნის როგორიც პირველი იყო

რაც შეეხება მსახიობების შესრულებას გადასარევი არაფერი არ ყოფილა მაგრამ თავის დაკისრებულ მოვალეობას ყველამ კარგად გაართვა თავო,სემ უორინგტონი მოდაშია ეხლა,განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში,თუმცა იყოს სხვას ისევ ეგ მირჩევნია,ნიჭიერი ბიჭია,სიგურნი უივერი არ ბერდება ისევ ფორმაშია,ზოი სელდანაც მოწონს ამ ბოლო კინოებში კარგად თამაშობს,მიშელ როდრიგესი ჯერ კიდევ პირველი ”ფორსაჟიდან’ მახსოვს მაგრად მომწონდა ეგ ქალი,რაღაცნაირი კაცური მანერები აქვს : D


რაც შეეხება ფილმს ამას ენით ვერ ავღწერ,ეს საოცრებაა,ეს ფანტასტიკაა...როგორც ერთ დრო, ”მატრიცამ” და შემდეგ ”ბეჭდების მბრძანებელმა” მოახდინა რევოლუცია კინემატოგრაფიაში,ახლა ამას ავატარი აკეთებს,ავატარი ეპოქალური ფილმია შეუძლებელია ეს ფილმი ნახო და გაოცებული არ დარჩე,ჯერჯერობით ააქამდე გამოსულ ნებისმიერ ფილმს ჯობია სპეცეფექტების მხრივ,ფილმიდან გამოსვლისას მეც მომინდა პანდორაზე ცხოვრება,და ამ საშინელი სამყაროდან გაქცევა,თუმცა მთავარია რეალობაში მალევე დაბრუნდე (თორემ  უკვე მოიკლეს ზოგმა თავი მაგის გამო)იგივე მჭირდა მე ”ბეჭდების მბრძანებლის” წაკითხვის შემდეგ

ამ ფილმის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი რომ მსოფლიო კინემატოგრაფიაში ახალი ეპოქა იწყება,ავატარი ახალი სიტყვაა კინემატოგრაფიაში.ასე რომ ყველას გირჩევთ სასწრაფოდ ნახოთ კინოთეატრში თორემ ამის კომპში ყურებას აზრი არ აქვს

Monday, February 22, 2010

Top 10 sites

მსოფლიო ინტენეტსივრცეში უამრავი სახის საიტს წააწყდებით,განსხვავებული კონტენტის და მოცულობის,საიტი შეიძლება იყოს შემეცნებითი,საძიებო,საკონტაქტო,გასართობი და ა.შ,მაგრამ ალბათ გაინტერესებთ რომელი საიტები იკავებენ დღევანდელ ინტენეტსივრცეში ყველაზე მეტი ადამიანის ყურადღებას,მაშ ასე ათეული საუკეთესო საიტებისა რომლებიც დღესდღეობით ყველაზე ფართოდაა გავრცელებული,დავიწყებ უკნიდან:

10.myspace.com-ერთერთი ყველაზე გავრცელებული სოციალური ქსელი,სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან,პროფილი(რომელიც ძალიან გავს ვებ-გვერდს) ასევე დაიმატონ და გაიცნონ მეგობრები,ასევე ატვირთონ ფოტო,ვიდეო და მუსიკალური კონტენტი


9.twitter.com-ასევე სოციალური ქსელი რომელიც არის იგივე ”მიკრობლოგი” სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ აწარმოონ საკუტარი ყოველდღიური ჩანაწერები და გაუზიარონ ისინი თავის მეგობრებს

8.microsoft.com-დარწმუნებული ვარ ეს კომპანაი ყველამ იცი,კომპანია რომელიც ადგენს პროგრამულ პაკეტს ჩვენი კომპიუტერებისთვის

7.blogger.com- ბლოგის შესაქმნელი სისტემა.სერვისი განთავსებულია www.blogger.com-ზე, ხოლო ბლოგები Google-ის სუბდომენზე, blogspot.com-ზე

6.wikipedia.org-მრავალენოვანი ენციკლოპერია,შემეცნებითი პორტალი სადაც განთავსებულია დიდი რაოდენობით შემეცნებითი ინფორმაცია

5.live.com-კომპანია microsoftის მიერ შექმნილი საძიებო სისტემა

4.yahoo.com-ამერიკული ღია სააქციო საზოგადოებრივი კორპორაცია და ინტერნეტ-სერვის პროვაიდერია,მისი განხრები ბევრ სფეროს წვდება,მათ შორისაა ვებ პორტალი,საძიებო სისტემა,ელ-ფოსტა,ახალი ამბები და ჰოსტინგი

3.youtube.com-ვიდეოების ყველაზე გავრცელებული ასატვირთი საიტი,სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ გაუზიარონ ერთმანეთს ვიდეომასალა და ატვირთონ თავიანი საყვარელი ვიდეოები

2.facebook.com-მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელი სადაც მომხმარებელს შეუძლია,დაიმატოს მეგობრები,ქონდეს მათთან მიმოწერა და განაახლოს საკუთარი გვერდი

და ბოლოს მსოფლიოში #1 საიტი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ვებგვერდი

1.google.com-მსოფლიოში ყველაზე დიდი და ცნობილი საძიებო სისტემა,მას მილიონობით ადამიანი ხმარობს ყოველდღე და იგი ჯერჯერობით ინტერნეტსივრცეში უკონკურენტოა

სულ ეს იყო,ეს 10 საიტია რომელიც დღეს ყველაზე გამოყენებად საიტებად ითვლება ინტერნეტსივრცეში

Sunday, February 21, 2010

The 82th Oscar Academy Awards


ოსკარი - მსოფლიოში ყველაზე დიდი კინოდაჯილდოება,სადაც თავს იყრიან ჰოლივუდის და არა მარტო ჰოლივუდის ვარსკვლავები,ოსკარი ეს უდიდესი აღიარებაა ნებისმიერი პერსონისთვის ვინც ჩართულია კინემატოგრაფიულ მოღვაწეობაში,კინოაკადემიის ეს დაჯილდოება ყოველ წლის დასაწყისს იმართება და ნომინაციებში წარდგენილები არიან წინა წლის საუკეთესო ფილმები,რეჟისორები,მსახიობები...ოსკარის ჯილდო ნებისმიერი მსახიობისთვის ან რეჟისორისთვის ოცნების მწვერვალია,რა ჯილდო უნდა ინატრო მას შემდეგ როცა ოსკარს მიიღებ?!ეს ხომ ნებისმიერი მსახიობისთვის ან რეჟისორისთვის კარიერის პიკია (თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ამით კარიერა უნდა შეწყვიტონ)

წელს ოსკარის რიგით 82ე ცერემონია გაიმართება,ცერემონიის თარიღი ცნობილია:2010 წლის 7 მარტი,შოუს ჰიუ ჯეკმანი წაიყვანს,ნომინანტები უკვე ცნობილია,ახლა ჩამოვწერ ნომინანტებს ხოლო მუქი ფერით ავღნიშნავ იმ ნომინანტებს რომლებიც ჩემი აზრით წელს გაიმარჯვებენ,სადაც არცერთი არ მაქ გამუქებული ,მანდ არცერთი არ მინახავს :)


Best Picture
Avatar
The Blind Side
District 9
An Education
The Hurt Locker
Inglourious Basterds
Precious: Based on the Novel ‘Push’ by Sapphire
A Serious Man
Up
Up in the Air

Directing
James Cameron - Avatar
Kathryn Bigelow - The Hurt Locker
Quentin Tarantino - Inglourious Basterds
Lee Daniels - Precious
Jason Reitman - Up in the Air

Actor in a Leading Role
Jeff Bridges - Crazy Heart
George Clooney - Up in the Air
Colin Firth - A Single Man
Morgan Freeman - Invictus
Jeremy Renner - The Hurt Locker

Actor in a Supporting Role
Matt Damon - Invictus
Woody Harrelson - The Messenger
Christopher Plummer - The Last Station
Stanley Tucci - The Lovely Bones
Christoph Waltz - Inglorious Basterds

Actress in a Leading Role
Sandra Bullock - The Blind Side
Helen Mirren - The Last Station
Carey Mulligan - An Education
Gabourey Sidibe - Precious
Meryl Streep - Julie & Julia

Actress in a Supporting Role
Penelope Cruz - Nine
Vera Farmiga - Up in the Air
Maggie Gyllenhaal - Crazy Heart
Anna Kendrick - Up in the Air
Mo’Nique - Precious

Animated Feature Film
Coraline
Fantastic Mr. Fox
The Princess and the Frog
The Secret of Kells
Up

Cinematography
Avatar
Harry Potter and the Half-Blood Prince
The Hurt Locker
Inglorious Basterds
The White Ribbon

Writing - Original Screenplay
The Hurt Locker
Inglourious Basterds
The Messenger
A Serious Man
Up

Writing - Adapted Screenplay
District 9
An Education
In the Loop
Precious
Up in the Air

Music (Original Song)
“Almost There” - The Princess and the Frog
“Down in New Orleans” - The Princess and the Frog
“Loin de Paname” - Paris 36
“Take It All” - Nine
“The Weary Kind (Theme from Crazy Heart”) - Crazy Heart

Music (Original Score)
Avatar
Fantastic Mr. Fox
The Hurt Locker
Sherlock Holmes
Up

Visual Effects
Avatar
District 9
Star Trek

Art Direction
Avatar
The Imaginarium of Doctor Parnassus
Nine
Sherlock Holmes
The Young Victoria

Sound Mixing
Avatar
The Hurt Locker
Inglourious Basterds
Star Trek
Transformers: Revenge of the Fallen

Sound Editing
Avatar
The Hurt Locker
Inglourious Basterds
Star Trek
Up

Short Film (Live Action)
The Door
Instead of Abracadabra
Kavi
Miracle Fish
The New Tenants


Short Film (Animated)
French Roast
Granny O’Grimm’s Sleeping Beauty
The Lady and the Reaper (La Dama y la Muerte)
Logorama
A Matter of Loaf and Death

Makeup
Il Divo
Star Trek
The Young Victoria

Foreign Language Film
Ajami
El Secreto de Sus Ojos
The Milk of Sorrow
Un Prophete
The White Ribbon

Film Editing
Avatar
District 9
The Hurt Locker
Inglourious Basterds
Precious

Documentary Short
China’s Unnatural Disaster: The Tears of Sichuan Province
The Last Campaign of Governor Booth Gardner
The Last Truck: Closing of a GM Plant
Music by Prudence
Rabbit a la Berlin

Documentary Feature
Burma VJ
The Cove
Food, Inc.
The Most Dangerous Man in America: Daniel Ellsberg and the Pentagon Papers
Which Way Home

Costume Designe
Bright Star
Coco before Chanel
The Imaginarium of Doctor Parnassus
Nine
The Young Victoria

Nickname

დღეს ქართულ ინტერნეტსივრცეში და არამარტო ინტერნეტსივრცეში გავრცელებულია ე.წ ნიკნეიმები,ნიკნეიმი არის სახელი რომელიც ადამიანს შეუძლია თაავისი ფანტაზიით შექმნას ან ვინმეს სახელი დარიქვას და შემდეგ ამავე სახელით ”იმოღვაწეოს”,ნიკნეიმები საქართველოში ამ ბოლო დროს გახშირდა,რაც გამოწვეულია მასის ჩართვით ინტერნეტში,ნიკნეიმი გიადვილებს ხალხის გაცნობას,შეიძლება შენ სულაც არ მოგწონს შენი სახელი და შეგიძლია შენი ნიკნეიმით გაეცნო ინტერნეტით.ნიკნეიმად შეიძლება ბევრი სახელი ავიღოთ,დაწყებული მშობლების შერქმეული მოსაფერებელი სახელიდან,დამთავრებული ქუჩაში შერქმეული”კლიჩკით”, ქართული ინტერნეტსივრცე მრავალფეროვანია სხვადასხვა ნიკნეიმებით,შეიძება ნიკნეიმი იყოს საყვარელი ფილმის პერსონაჟის სახელი,ფეხბურთელის სახელი,მსახიობის ან მომღერლის სახელი,ანდა უბრალოდ უაზრო სახელი რომლის მნიშვნელობა არც კი იცი მაგრამ მოგწონს თუ როგორ წარმოითქმის და ამიტომაც ირქმევ,საინტერესოა ამ ნიკნეიმების წარმოშობის ისტორია,ამ ფსევდონიმების რაოდენობა განუსაზღვრელია,ადამიანის ფანტაზიას შეუძლია უამრავი ნიკნეიმი შექმნას,მაგრამ პირადი გამოცდილებიდან ვიცი ნუ შექმნით გამოგონილ ნიკნეიმებს,აჯობებს თუ ამ ნიკნეიმს რაიმე მნიშვნელობა ექნება

მე ბევრი ნიკი გამომიცვლია მაგრამ აგერ უკვე 2 წელია რაც Rino ამ ნიკს ვატარებ,ალბათ დაგაინტერესებსთ ამ ნიკის წარმოშობა...ერთხელ როცა ოსკარის ნომინანტებს გადავხედე ანიმაციური ფილმის ჟანრში იქ სულ 3 ანიმაციური ფილმი იყო წარდგენილი:

1.Wall-E

 

2.Kung Fu Panda

 

3.Bolt

 

აქედან 2 მათგანი ვიცოდი (Wall-E და Kung Fu Panda) სიმართლე გითხრათ დარწმუნებული ვიყავი რომ ვალლ-ი მოიგებდა თუმცა გული მწყდებოდა კუნგ ფუ პანდაზე მაგრამ რას ვიზამთ...მესამე პრეტენდენტმაც დამაინტერესა და ვუყურე,ანიმაცია თვითონ დიდი ვერაფერი,ჩვეულებრივი კარგი საყურებელი მულტფილმი იყი,მაგრამ მისმა ერთერთმა გმირმა დამაინტერესა,ძალიან საყვარელი დიდი ამბიციებით აღსავსე ზღვის გოჭი რომელიც არაფერზე არ იხევდა უკან და მუდამ უსიამოვნო სიტუაციებში ეხვეოდა

 

მომეწონა ეს პერსონაჟი და დავირქვი მისი სახელი,შეიძლება ბევრი ვერაფერი მსგავსება ვვრ ვიპოვე მაგრამ მაინც მომეწონა ეს სახელი და დავირქვი...

მოკლედ თუ ვინმეს ნიკნეიმის დარქმევა გსურთ,ალბათ ხედავთ რომ არჩევანი დიდია,შეგიძლიათ სულ უბრალო ნივთის სახელი დაირქვათ ან მსოფლიოში გამოჩენილი ადამიანის ასე რომ ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული

Saturday, February 20, 2010

This is me

                                                                                       ჩემს შესახებ


სახელი:რამაზი 

გვარი:ბაბუნაშვილი

მდებარეობა:საქართველო,რუსთავი

დაბადების თარიღი:1994 წლის 28 მაისი

პროფესია:მოსწავლე

ინტერესები:კინო,მუსიკა,კითხვა,ვებინგი

საყვარელი ფილმი:Forrest Gump

საყვარელი რეჟისორი:ქვენტინ ტარანტინო

საყვარელი მსახიობი:ჯონი დეპი

საყვარელი მუსიკალური ჟანრი:როკი

საყვარელი ჯგუფი:GreenDay

საყვარელი მწერალი: ჯონ ტოლკიენი

საყვარელი წიგნი:”დორიან გრეის პორტრეტი”

blogroll.ge

Hello World

გამარჯობა,ეს ჩემი ბლოგია,აქამდე ბევრი ბლოგი მქონდა მაგრამ სამწუხაროდ არცერთს არ მოვეკიდე სერიოზულად და ახლა აქ ვარ,იმედია ბევრ საინტერესო და სასაცილო პოსტებს იხილავთ ამ ბლოგზე ახლო მომავალში!
 
Copyright © Rino | Theme by BloggerThemes & frostpress | Sponsored by BB Blogging